დევნილი: მტრის ხატი ცხინვალში ქართულენოვანი სკოლების განადგურების ფონზე შექმნეს

ივლისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ცხინვალის პირველი და მეოთხე საშუალო სკოლები თავის დროზე, ქართულ სიტყვას ამბობდნენ, თუმცა დღეს უკვე არცერთი მათგანი აღარ არსებობს", -ოკუპირებული მხარის განათლების სისტემაზე ცხინვალიდან დევნილმა ცარო ყაზახაშვილმა გადაცემაში “კავშირგაბმულობა“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს ეს სკოლები მიზანმიმართულად გაანადგურეს, რათა საბოლოოდ, ამ ქალაქში   ქართული კვალი წაეშალათ.

„მე ცხინვალის პირველი სკოლა დავამთავრე. ეს იყო სასწავლო დაწესებულება, რომლის ყველა კურსდამთავრებულს ძალიან კარგად ჰქონდა განვითარებული ქვეცნობიერში ქართული ხაზი. სწორედ ამ ქართულ ხაზს ატარებდა თითოეული ჩვენგანი მაშინ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას. იმ პერიოდში, უმაღლეს სასწავლებლებს კარგად ჰქონდათ გააზრებული რას ნიშნავდა ცხინვალის პირველ და მეოთხე სკოლებში სწავლა. თაობები აქ ეროვნული მუხტით იზრდებოდნენ, დღეს კი მოსწავლეებს ცხინვალში ქართველების მიმართ მტრის ხატს უქმნიან.  იქ არსებული თითოეული სკოლა ახლა სათავისო ნაციონალურ საქმეს აკეთებს. მთელი განათლების სისტემა დე ფაქტო ხელისუფლების გავლენით, მიმართულია ახალი თაობის შეგნების მიზანმიმართულად დამახინჯებისკენ. მათ თავში დეზინფორმაციას უნერგავენ და წარსულის დამახინჯებული ისტორის მიწოდებით, ქართველების მიმართ აგრესიას უღვივებენ“, - აღნიშნა ცარო ყაზახაშვილმა

Read 959 times Last modified on Last modified on ივლისი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი