Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 16 ივლისი 2018 11:24

დე ფაქტო საგარეო უწყება: ეუთოს და ნატოს რეზოლუციები მხარს უჭერენ საქართველოს რევანშისტულ პოლიტიკას

Rate this item
(0 votes)

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ეუთოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებულ რეზოლუციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი მიმართულია „საქართველოს რევანშისტული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ და ამერიკავკასიაში დამყარებული სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის მიზანმიმართული მოშლისკენ“.

ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

11 ივლისს, ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ რეზოლუციით რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს ჯარები და უარი თქვას „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაზე. მათივე თქმით, იმავე დღეს, ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ დაადასტურა საკუთარი მისწრაფება, საქართველო თავის რიგებში ჩართოს.

„შეუძლებელია, ყურადღება არ მიექცეს დუბლირებული ხასიათის პოზიციებს, რომლებიც მიღებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოედნებზე, რაც ფაქტობრივად ითვალისწინებს ღია პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის დემონსტრირებას, რომელსაც უწევენ აგრესორ ქვეყანა - საქართველოს, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი ნეგატიური ტალღის წარმოქმნას“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

Read 1253 times Last modified on ორშაბათი, 16 ივლისი 2018 15:03