სოფელ წედისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ივლისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.


გარემოს დაცვისას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული დაუნომრავი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.


გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.


ავტომანქანა და მასზე განთავსებული 20 ერთეული მორი დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

Read 816 times Last modified on Last modified on ივლისი 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი