დეპუტატ მაკრახიძეს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გარიგებაში ადანაშაულებენ

ივლისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი სამოქალაქო აქტივისტი დეპუტატ იოსებ მაკრახიძესა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრობს.

ლაშა ჯიოშვილი სოციალურ ქსელში გორის ადმინისტრაციული შენობის უკან მდებარე ბინის ფოტოს ავრცელებს, რაც მისი შეფასებით, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ფოტოსთან ერთად ჯიოშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზურა ჯალაღანიას მიერ, მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ამონარიდებსაც ავრცელებს. დოკუმენტით დასტურდება, რომ აღნიშნულ ბინაში მისი მეუღლე გარკვეულ ფართს ფლობს. შეძენის ფორმაში კი მითითებულია ,,გაცვლა". 

"ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ვწერ, რატომ და როგორ დაამახინჯა სამშენებლო კომპანიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ადმინისტრაციული შენობის იერსახე, ისე რომ მისთვის ხელი არავის შეუშლია:
-არსებული კორპუსი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრის, გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის "საოჯახო" კომპანიას. არსებულ კორპუსზე სამშენებლო ნებართვა გასცა მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ზურაბ ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. ამ კორპუსში ჯალაღანიას ოჯახის წევრს (მეუღლე) ეკუთვნის სამი საცხოვრებელი ბინა (ჯამში 190მ/კვ) და ერთი კომერციული ფართი (97მ/კვ). ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე", - წერს სამოქალაქო აქტივისტი. 

ადმინისტრაციულ შენობასთან მრავალსართულიანი ბინა შპს "ემ ეს ჯი"-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელები გორის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი - ოფელია მაკრახიძეა. აღნიშნულმა კომპანიამ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის თხოვნით  2016 წლის 1 მარტს მიმართა. სამშენებლო ნებართვა კი მერიამ "ემ ეს ჯი"-ზე  2016 წლის 6 აპრილს გასცა. 

 იოსებ მაკრახიძე და ზურაბ ჯალაღანია აღნიშნულ საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. 

Read 987 times Last modified on Last modified on ივლისი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი