ენმ: ნუგზარ სხირელმა შვილი სპორტის ა(ა)იპ - ში გააფორმა 

ივლისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს ფრაქციაში "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" აცხადებენ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მწვრთნელს, ნუგზარ სხირელს ერთ-ერთ ა(ა)იპ - ში საკუთარი შვილი, მანუჩარ სხირელი ჰყავს გაფორმებული.

ფრაქციის წევრის, ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ფაქტის შესახებ მან აცნობა გორის მერიას, თუმცა უწყებისგან რეაგირება არ ყოფილა.

“გარდა იმისა, რომ მონუმენტი და აბრა ისე განთავსდა, რომ არც საკრებულოს და არც მერიას ნებართვა არ გაუცია, სხირელები სხვა სახის უკანონობასაც სჩადიან. თავად ბატონი ნუგზარი რამდენიმე ა(ა)იპ -შია გაფორმებული. მისი შვილი, მანუჩარ სხირელი კი, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, სპორტის ა(ა)იპ - ის ექიმიცაა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ის ერთხელაც არ გამოცხადებულა საჯარო სამსახურში. მისი, ექიმის ბეჭედი მამამისს უდევს ჯიბეში და ის ურტყავს ცნობებზე, საჭიროების მიხედვით. ისიც უკვე ცნობილია, რომ სამივლინებო თანხებსაც ეს ოჯახი ხარჯავს სურვილის მიხედვით.

ამ საკითხზე მერიას 15 დღის წინ მივმართე, თუმცა პასუხი არ მოუწერიათ. თუ არ მიიღებენ დროულად საჭირო ზომებს, ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ წერილით და ვაცნობებთ აღნიშნულ ფაქტს, შემდეგ კი, პროკურატურაში შევიტანთ საჩივარს, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.

Read 1031 times Last modified on Last modified on ივლისი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი