მამა გიორგი: სახარების მიხედვით, ქრისტიანი ადამიანი არ არის მოძალადე

ივლისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქრისტიანობა არ იცვლება, მაგრამ ის მუდმივად თანამედროვე იქნება", - თქვა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "საუბრები" მამა გიორგი კარელიძემ.

მან ქრისტიანობისა და თანამედროვეობის შესახებ, მინდია გოდერძიშვილთან ერთად, ისაუბრა.

"განსხვავება ისაა, რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი ენა და ქრისტიანობის შინაარსს ჭირდება შესაბამისი ენით მიწოდება, ანუ იცვლება მხოლოდ მიწოდების ენა და სასულიერო პირების მხრიდან მისი სწორად შერჩევა უნდა მოხდეს, რათა ქრისტიანობის არსი სრულად მიიტანონ მრევლამდე. ცხოვრებას თან ახლავს პროგრესი და ამას მიჰყვება ქრისტიანობაც. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ამ ეკლესია ამ პროგრესის ენაზე ესაუბრებოდეს პროგრესში ჩაბმული ადამიანებს მთავარი მიზნის - ადამიანების ცხონების მისაღწევად. ახსენებდეს, მუდმივად, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე და საჭიროა სულის ცხონება. ადამიანს მუდმივად უნდა ჩაესმოდეს ყურში ეკლესიის ეს ხმა, რათა არ დაავიწყდეს სულის ცხონებაზე ზრუნვა.... დღეს განსაკუთრებულად რთულია ადამიანი ჩაახედო საკუთარ თავში და აპოვნინო რაც მასში არასწორია. თუკი არ ფიქრობს ადამიანი მარადიულობაზე, ძნელია ამ წუთისოფელში რამე დაათმობინო. წარმოიდგინეთ სასწორზე რომ დავდოთ - სულის ცხონება და დღევანდელი ამქვეყნიური წარმატება ძალიან ძნელად გააკეთებს ადამიანი სწორ არჩევანს, თუ მისი მთავარი მიზანი სულის ცხონება არაა,“ - განაცხადა მამა გიორგიმ და ამის მთავარ მიზეზად 70 წლიანი საბჭოეთისდროინდელი ვაკუუმი დაასახელა, რამაც ადამიანების ცნობიერება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ქრისტიანობა და ეკლესია ჰუმანურს ხდის საზოგადოებას და ჰუმანურად უდგება დემოკრატიულ და ლიბერალურ პრინციპებსაც, რადგანაც სახარების მიხედვით ქრისტიანი ადამიანი არასდროს არ არის მოძალადე, დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ "საუბრები" არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ კვირას, 20:00 საათზე გადის. 

Read 793 times Last modified on Last modified on ივლისი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი