სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,თუ მესამედაც ჩავარდა ტენდერი მოგვიწევს გარკვეული პირობების შეცვლა", - ეს განცხადება რადიო ,,მოზაიკასთან" საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა გააკეთა.

გელა კაპანაძის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ამჯერად სატენდერო პირობებს არ ცვლის და სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 454 450 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

"ახალი ტენდერი გამოცხადებულია და ვიმედოვნებთ, რომ შეირჩევა კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ ისევ ვერ გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სატენდერო კომისიასთან ერთად შესაძლოა გარკვეულ კორექციებზეც ვიმსჯელოთ. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ამ პროექტის დასრულება. წინა ტენდერში შერჩეული კომპანია ბევრ მონაცემებს აკმაყოფილებდა, მაგრამ ბოლოს გარკვეული საკითხების დაზუსტებაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია", - აცხადებს გელა კაპანაძე. 

ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. მეორე ტენდერი გორის მერიამ მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა. ამხანაგობა "აითიემი" სამუშაოების შესრულებას 430 777 ლარად კისრულობდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გორის მერიაში უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე,  მიმდინარე წელს, სადგურის დასახლებაში, დასრულდება თუ არა საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება.

 

Read 988 times Last modified on Last modified on ივლისი 17 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი