ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი გორის მერის დაპირებაზე პასუხს ელოდება

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი გორის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას აპირებს.

ახალგაზრდებს აინტერესებთ, რა ღონისძიებები გაატარეს მერის ორი წარმომადგენლის, კახა ბლიაძესა და ლექსო ბურჯიაშვილის მიმართ. 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულმა პირებმა მამა-შვილი ზაზა და დათო სარალიძეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს. გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ერთი თვის წინ პირობა დადო, რომ მათზე დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყებოდა.  

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები გორის მერს პირველად 6 ივნისს, მეორედ კი 13 ივნისს შევხვდით. მაშინ კონსტანტინე თავზარაშვილმა პირობა დადო, რომ მის ორ წარმომადგენელზე დაიწყებოდა დისციპლინარული საქმის წარმოება, რაც არაუგვიანეს სამი კვირის ვადაში დასრულდებოდა. ბოლო შეხვედრიდან თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ დრომდე არავის არაფერი მოუწერია ჩვენთვის. ახლა გადავწყვიტეთ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვოთ აღნიშნულ საკითხზე და გავარკვიოთ, როდის რა ზომები მიიღო გორის მერმა და როგორ შეასრულა ჩვენთვის მოცემული პირობა", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ისპირიანი. 

 

Read 788 times Last modified on Last modified on ივლისი 17 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი