ლადო ბიჭაშვილი: გორის მერმა ახალგაზრდები მოატყუა

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“როდესაც მერს „ლაივ სტრიმის“ დროს ვკითხე, თუ რა დისციპლინალური პასუხისმგებლობა დააკისრა მის ორ თანამშრომელს-მერმა არ მიპასუხა", - ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ლადო ბიჭაშვილი გორის მერს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება მერის თანაშემწისა და მეჯვრისხევის თემის წარმომადგენელის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებს, რაზეც ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფმა კონსტანტინე თავზარაშვილს შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა. 

“გავარკვიე, რომ მერმა მის ორ თანამშრომელს მხოლოდ წერილობითი საყვედური გამოუცხადა, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ამბობდა, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ საყვედური. მერი მათ დაპირდა, რომ კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის ზომებს მიიღებდა და საყვედურზე არ გადაატარებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - ამბობს ლადო ბიჭაშვილი.

Read 1253 times Last modified on Last modified on ივლისი 17 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი