ჯალაღანია: მაკრახიძის შვილის აშენებულ კორპუსში ფართი ნამდვილად გვაქვს

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მიწების ნაცვლად მისცეს ფართი, აქ არანაირი დარღვევა არაა", - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ იოსებ მაკრახიძეს შვილის აშენებულ კორპუსში მისი მეუღლე კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს ფლობს.

ზურაბ ჯალაღანიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კანონი არ დარღვეულა. 

"მშენებლობაზე ნებართვა გასცა სამსახურმა და არა პირადად ზურაბ ჯალაღანიამ. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწების ნაცვლად მისცეს ფართი.აქ დარღვევა არაა", - განაცხადა ზურაბ ჯალაღანიამ.

გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ლაშა ჯიოშვილმა დეპუტატ იოსებ მაკრახიძესა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შორის შესაძლო გარიგებაზე გაავრცელა ინფორმაცია. ლაშა ჯიოშვილი სოციალურ ქსელში გორის ადმინისტრაციული შენობის უკან მდებარე ბინის ფოტოს ავრცელებს, რაც მისი შეფასებით, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ფოტოსთან ერთად ჯიოშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზურა ჯალაღანიას მიერ, მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ამონარიდებსაც ავრცელებს. დოკუმენტით დასტურდება, რომ აღნიშნულ ბინაში მისი მეუღლე გარკვეულ ფართს ფლობს. შეძენის ფორმაში კი მითითებულია ,,გაცვლა". 

ადმინისტრაციულ შენობასთან მრავალსართულიანი ბინა შპს "ემ ეს ჯი"-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელები გორის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი - ოფელია მაკრახიძეა. აღნიშნულმა კომპანიამ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის თხოვნით  2016 წლის 1 მარტს მიმართა. სამშენებლო ნებართვა კი მერიამ "ემ ეს ჯი"-ზე  2016 წლის 6 აპრილს გასცა.

Read 1167 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი