Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 ივლისი 2018 12:22

გორის მერია ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტების შესაკეთებლად 3740 ლარს დახარჯავს

Rate this item
(0 votes)

გორის მერია შენობაში ლიფტების შეკეთებას აპირებს.

ლიფტების შესაკეთებლად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3740 ლარი გამოყო. 

მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების მიწოდების და ლიფტების ტექნიკურად გამართულობის დადებითი დასკვნის (ინსპექტირების სერტიფიკატი) წარმოდგენის ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე განისაზღვრა. სატენდერო პირობების მიხეიდვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების (ლიფტების შეკეთება, რეაბილიტაცია, მონტაჟი) შესრულების გამოცდილება.

"2015 წლის 01 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ღირებულების შესაბამისი სამუშაოები, ამასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლ(ებ)ი", - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ - გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Read 1246 times Last modified on სამშაბათი, 17 ივლისი 2018 13:06