შსს-მ Facebook-ში "მაროს" წევრების მიმართ დაწერილ კომენტარებზე საქმე აღძრა

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინიციატივო ჯგუფ "მაროს" წევრების მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარების გამოქვეყნების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გორში, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჯგუფის წევრების მიმართ მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებები მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოკითხვაზე დაიბარებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 

Read 1853 times Last modified on Last modified on ივლისი 17 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი