ნუგზარ სხირელი: გორის მერიას ჩემი ვალი 28 000 ლარი აქვს

ივლისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ნუგზარ სხირელი ამბობს, რომ მისი სახელობის სპორტის დარბაზი თავად შექმნა. 

“მერიას ერთი თეთრი არ აქვს გაღებული. ნეტავ, იმას მაინც მიკეთებდეს მერია, რისი ღირსიც ვარ მე, ჩემ მიერ შექმნილი სპორტის დარბაზზე და ჩემ მიერ შექმნილი სპორტის ამ სახეობაზე. მე შემიძლია დაინტერესებული პირები შევიყვანო დარბაზში და ვაჩვენო 29 ტრენაჟორი, რომელიც სახელმწიფოს მიერ კი არა, ჩემი დანაზოგის ხარჯზეა შეძენილი და მოტანილი. სპორტული ლეიბის ორი კომპლექტი, რომელზეც 150 ბავშვი ვარჯიშობს, თავისი გადასაფარებლით არის ჩემი პირადი საკუთრება. თითოეულის ღირებულება 14 000 ლარია და შესაბამისად, სახელმწიფოს და გორს ჩემი ვალი 28 000 ლარი აქვს. აი, იმიტომ ჰქვია, ჩემი სახელი იმ დარბაზს“, - განაცხადა ნუგზარ სხირელმა.

Read 1126 times Last modified on Last modified on ივლისი 18 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი