Back to Top
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 15:11

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანსიებს აცხადებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანსიებს აცხადებს, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მათ განცხადებას რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ: 

"გორის მერიამ 18 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

1. მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი: მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ადგილების რაოდენობა - 7).

2. მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი: მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ადგილების რაოდენობა - 6).

3. მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი: მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ადგილების რაოდენობა - 5).

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. მსურველებს აპლიკაციების წარმოდგენა 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

გისურვებთ წარმატებებს!"

Read 6768 times