ენმ: ოქრუაშვილის თანაგუნდელები გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდნენ

ივლისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ილია მეტრეველი გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდება", -ეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში დაადასტურეს.

ილია მეტრეველი წინა მოწვევის საკრებულოში "ქართული პარტიიდან" იყო შესული, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

ილია მეტრეველმა "ქართული პარტია" 2016 წელს დატოვა.

2017 წელს კი ილია მეტრეველი , თვითმმართველობის არჩევნებში, სხვა ოპოზიციური პარტიიდან იღებდა მონაწილეობას. 

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ის ოპოზიციასთან ერთად აპირებს პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას.

"გუშინ ჩვენთან ერთად იყო ქუთაისში და დაესწრო საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას. ის შემოგვიერთდა თავის თანამოაზრე ჯგუფთან ერთად. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, საერთო გამარჯვების მისაღწევად", - აცხადებს ენმ - ის წარმომადგენელი შიდა ქართლში ბადრი ბასიშვილი.

Read 1021 times Last modified on Last modified on ივლისი 18 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი