სუს-ი: წითელი ჯვრის ჩართულობით ერთი ცხედარი უკვე გადავეცით
"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით ერთი ცხედარი უკვე გადასცეს, ხოლო მეორეს გადასაცემად მიმდინარეობს მუშაობა", - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. ფაქტზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს, მდინარე ლიახვთან ახლოს, ორი ადამიანის ცხედარი 15 ივლისს იპოვეს.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა