საკრებულოს დადგენილება მიტოვებული პირუტყვის შესახებ, მთავრობამ შეაჩერა

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“არ გვაქვს არც პირუტყვთა სადგომი და არც მანქანა, ამიტომ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილება შეჩერებულია“, - საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ შინაური ცხოველების მოვლის წესზე მიღებული დადგენილება გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო შეაჩერეს.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო, ქუჩაში უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის მეპატრონის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებდა. მთავრობამ, ხარვეზების გამო, შენიშვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 საკითხზე მისცა.


“ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქების უმეტესობამ მიიღო, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ეს დადგენილება ჩავარდა, იმიტომ, რომ მასში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი ეხებოდა უპატრონოდ გამოშვებული მსხვილფეხა პირუტყვის დაპატიმრებას და სადგომზე გადაყვანას. ჩვენ კი, ამისთვის არც სადგომი გვაქვს და არც სპეციალური მანქანა. ამიტომ დაბლოკა ზედამხედველობის სამსახურმა. ეგ ფუნქცია ევროპულ დონეზეა გათვლილი. მერიამ არ იფიქრა, რომ ეს პრობლემად ჩაითვლებოდა, მაგრამ ზედამხედველობამ ჩაუთვალა“,- ამბობს დავით რაზმაძე 

 

Read 676 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი