სუს-მა გორში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გორის რამდენიმე სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

გორთან ერთად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა დედაქალაქშიც და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 15 ასეთი სააფთიაქო დაწესებულება გამოიკვეთა.

სუს - ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე იყო შესყიდული, რითაც სუს - ის განმარტებით, უტყუარად დადასტურდა გარემოება აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების უკონტროლო რეალიზაციის შესახებ.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას.

Read 703 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი