Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018 15:23

ნინო ბერიანიძე: ბრილიანტის ბეჭდებს ჩემს წინამორბედებს ყიდულობდნენ

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების მასწავლებლებს საჩუქრები არ მიუღიათ.

ნინო ბერიანიძეს განცხადებით, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

“ბეჭედი მე კი არა, ჩემს წინამორბედებს აჩუქეს. და, თუ ბაღებშიც რამე მსგავსი ფაქტი ხდება, სააგენტო მაშინვე იღებს შესაბამის ზომებს და გაფრთხილებას ან რეკომენდაციებს გასცემს. თუმცა, ხშირად მშობლები იჩენენ ინიციატივას და ბაღისგან დამოუკიდებლად აგროვებენ ხოლმე ფულს ვიდეოგადაღების ან ფოტოგადაღებისთვის, რომ თავად დარჩეთ სამახსოვროდ მათი შვილების გამოსაშვები ღონისძიება და სხვა. ეს უშუალოდ მშობლების ინიციატივით ხდება. ბაღს არც აქვს ეს რესურსი, არც ადრე ჰქონდათ და ახლა მით უმეტეს, როდესაც ცალკე ა(ა)იპ - ები აღარ არიან და ერთი თეთრიც კი არ აქვთ, მით უმეტეს გამორიცხულია“, -განაცხადა ნინო ბერიანიძემ.

Read 1508 times