ირმა ამბარდნიშვილი: ნუგზარ სხირელს ბოდიშს არ მოვუხდი

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ირმა ამბარდნიშვილი ნუგზარ სხირელისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ამის შესახებ დეპუტატმა რადიო “მოზაიკას“განუცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში აუდიტის ჩატარებასა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 ამავე თემაზე: ნუგზარ სხირელი ენმ-ისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს   

“რისთვის მოვიხადო ბოდიში? პირიქით, მე მოვითხოვე, რომ პროკურატიურა შევიდეს და იქ არსებული კორუფციის ფაქტები გამოიძიოს - როგორ ხდება საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა. ეს ადამიანი იმდენად არის განდიდების მანიით შეპყრობილი, სიცოცხლეშივე დაუდგა საკუთარ თავს ბიუსტი. ქალაქს რომ თავზე გადაუარა, არ იცოდა, რომ ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა? ალექსანდრე მაკედონელს არ დაუდგამს თავისი მასწავლებლისთვის ძეგლი, ბოლოს და ბოლოს“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

Read 1099 times Last modified on Last modified on ივლისი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი