გორში განვითარებულ სპორტულ სახეობებს ექსტრემალური მიმდინარეობა დაემატა

ივლისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში განვითარებულ სპორტულ სახეობებს ექსტრემალური სპორტიც დაემატა.

გიორგი პურიჭამიაშვილის თქმით, სოფელ ნიქოზში ფუნქციონირებდა კლუბი, რომელიც სპორტსმენებს დამოუკიდებლად ამზადებდა. ახლა კი, მწვრთნელებად სპორტულ გაერთიანებაში დარეგისტრირდნენ. 

“ექსტრემალური სპორტი აქამდე გორში არ არსებობდა, ეს სახეობა ახლახანს შემოვიერთეთ. ძალიან კარგ ახალგაზრდებს ჰქონდათ სოფელ ნიქოზში დამოუკიდებლად შექმნილი კლუბი და 50-მდე მოზარდს ამზადებდნენ. საზღვრისპირა მხარეში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს სივრცეში მოგვექცია და ხელი შეგვეწყო, რადგან ეს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად ხდება. წელს ვგეგმავთ ბანაკის მოწყობას, ალბათ ტანას ხეობაში პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად გავგზავნით და იქ შესაბამის მომზადებას გაივლიან“, - აცხადებს გიორგი პურიჭამიაშვილი.

Read 1090 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი