რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ,,გორმედში" გადაიყვანეს

ივლისი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალი მკურნალობას სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადის.

პირველადი სამედიცინო დახმარება მას უკვე გაეწია. დაწესებულების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 


მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა დღეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუისთან მოხდა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი მრავლობითი ექსკორიაციებით, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს.

Read 672 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი