Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 20 ივლისი 2018 13:54

"საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი" გორში შეხვედრას გამართავს

Rate this item
(0 votes)

თემაზე სოციალური მედიით საერთო მიზნის გარშემო მოქალაქეების მობილიზების გზები “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ მაგალითზე გაიმართება შეხვედრა 23 ივლისს 13:00 საათზე გორის დემოკრატიის სკოლაში. 


ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას თბილისიდან მოწვეული “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ხელმძღვანელები- გიორგი მოლოდინი და გრიგოლ გეგელია გაუზიარებენ.


„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ არის ინიციატივა, რომლის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოების ჩართვა, სოციალური მედიით დეზინფორმაციის საპასუხო და საქართველოს მისწრაფებას დასავლეთისკენ, მხარდასაჭერად საინტერესო ფაქტების გავრცელება. შეხვედრის ფარგლებში მოხდება „ლეგიონის“ ვებგვერდის www.informarmy.ge პრეზენტაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მოხალისედ (ე.წ. „ლეგიონერად) და ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში. დამსწრეები ასევე გაეცნობიან სპეციალურ FB გვერდს და მობილურ აპლიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პროაქტიულად და სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია.

Read 1197 times Last modified on პარასკევი, 20 ივლისი 2018 13:59