სამხედრო აღრიცხვის სამსახურისთვის 111 600 ლარი დაიხარჯება

ივლისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2017 წელს ქალაქის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურისთვის 78 500 ლარი იყო გამოყოფილი, თემზე კი -57 400 ლარი.

საერთო ჯამში, გასულ წელს, აღნიშნული მიმართულებით 135 900 ლარი დაიხარჯა. 

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურზე 111 600 ლარია გამოყოფილი, რაც წინა წელთან შედარებით 24 300 ლარით ნაკლებია. 
გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის მობილიზაციის სამსახურის დებულება საკრებულოს მიერ გასული წლის დეკემბერშია დამტკიცებული. 

აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე “ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“ ნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის მერი.

Read 601 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი