წულუკიანი: ტატუნაშვილის საქმეზე სახელმწიფოთაშორის სარჩელს ვამზადებთ

ივლისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მომზადების ფაზაშია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს, ოჯახისა და ადვოკატებს შორის, თუნდაც მედიით ინფორმაციების გაცვლა, რადგან რეალურად ორივე საჩივარი შეეხება ერთი და იმავეს დამტკიცებას, რომ ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე სწორედ რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს.  ვნახოთ, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

Read 448 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი