Back to Top
კვირა, 22 ივლისი 2018 14:23

დევნილი: ცხინვალის ქართულენოვანი გაზეთი ჩვენ ურთიერთობას ამყარებდა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალიდან დევნილმა თინა კვაღინაძემ გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" მშვიდობის მშენებლობის პროცესში მედიის როლზე ისაუბრა.

ყოფილი ჟურანლისტი ფიქრობს, რომ დღეს, საქართველოში, რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელი მედიის არსებობა კავშირებისა და თანაცხოვრების აღდგენის სურვილს აფერხებს. მისი აზრით, ორივე მხარეს ჟურნალისტების მერ სამშვიდობო თემატიკაზე უფრო მეტი ნამუშევრის შექმნა არსებულ რეალობას სასიკეთოდ შეცვლის. 

"1933 წლიდან 1991 წლამდე ცხინვალში გამოიცემოდა ყოველდღიური შერეული გაზეთი, სადაც ქართველებისა და ოსების თანაცხოვრების ისტორიების შესახებ იწერებოდა. გაზეთი 16 000-იანი ტირაჟით გამოდიოდა და ის მაშინდელი ოლქის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. 28 წელი ვიმუშავე ამ რედაქციაში. ჩემთან ერთად ოსი ჟურნალისტებიც მუშაობდნენ. რესპონდენტებთან სასაუბროდ ერთად მივდიოდით, სტატიებს ერთად ვწერდით. თანაცხოვრების ისტორიებთან ერთად, იწერებოდა ქართველების და ოსების აზრები სხვადასხვა საკითხზე.

ეს გამოცემა ხელს უწყობდა ჩვენი ურთიერთობების სიმყარეს, თუმცა 90-იან წლებში სიტუაცია დაიძაბა და შეეტყო კიდეც გაზეთის შინაარსს. ჩვენ, ქართველები უკვე წამოვედით ცხინვალიდან და მას მერე მიდის საინფორმაციო ომი, რომელშიც ხშირ შემთხვევაში წაგებულები ვრჩებით. მედიას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის შეგნებაზე, დამოკიდებულებაზე და ა.შ. ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო მიმართულებით ორივე მხარეს უფრო მეტი ჟურნალისტური ნამუშევარი იქმნებოდეს, თანაც ინტენსიურად", - ამბობს თინათინ კვაღინაძ

Read 1037 times