ამის შესახებ მან რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა.
"ჩემს ყოფილ კოლეგებზე დაყრდნობით ვიტყვი, რასაც თავად ამბობენ, რომ არაფერს აკეთებენ რეალურად. როდესაც ისინი იხსენებენ დავით ონიაშვილის ხელმძღვანელობის დროს მუშაობას, ამბობენ, რომ მაშინ ყველას თავის საქმე ჰქონდა, ბევრჯერ სამსახურეობრივი საათების ამოწურვის შემდეგაც დარჩენილან შენობაში, რათა დავალება თუ საქმე დაემთავრებინათ. ახლა კი, უბრალოდ სხედან და დროს კლავენ, რადგან რეალურად, საქმე არაფერი აქვთ", - ამბობს ირმა პაპიძე.