ირმა პაპიძე: 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გორის მერს სასამართლოს მოვუგებ

ივლისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შენების მოძრაობის წარმომადგენელი ირმა პაპიძე დარწმუნებულია, რომ გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოიგებს.

ამის შესახებ მან რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა.

"100 % - ით ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლოს მოვიგებ. შეიძლება პირველ ინსტანციაში არა, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებ.ბატონ კოტეს ნუ ეგონება, რომ მასთან მუშაობა მინდა. უბრალოდ, მე ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო. ეს პრინციპულია", - განაცხადა ირმა პაპიძემ.

ირმა პაპიძე და მერიის კიდევ 10 - მდე თანამშრომელი, გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე გაათავისუფლეს.

Read 1246 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი