mukilurji640X90

დევნილი: ერგნეთის ბაზრობის დახურვა შეცდომა იყო

ივლისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალიდან დევნილმა თინა კვაღინაძემ გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" ქართველებისა და ოსების სავაჭრო ურთიერთობის როლზე ისაუბრა.

მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა, ამ მიმართულებით, მთავარ მისიას ასრულებდა და ობიექტის დახურვა ქართველებისა და ოსების ურთიერთკავშირზე უარყოფითად აისახა.

"1988 წლის აღწერის მიხედვით, 45 000 მოსახლიდან ცხინვალში 6790 ქართველი ცხოვრობდა. მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს ძირითადად ოსები შეადგენდნენ. იყვნენ სომხები, ებრაელები და ა.შ. ბუნებრივია, მათ ძალიან აქტიური კავშირები ჰქონდათ დანარჩენ ნაწილთან. 90-იანი წლების შემდეგ კი არსებული კონფლიქტების მიუხედავად, ერგნეთის ბაზრობა დარჩა ძირითადი დამაკავშირებელი ხიდი ქართველებსა და ოსებს შორის. სწორედ აქ ხვდებოდნენ ისინი ყოველდღიურ რეჟიმში, რის შედეგადაც მათ შორის ნათესაური კავშირებიც კი მყარდებოდა.

გასაგებია, რომ ამ ობიექტის გავლით, ქართულ მხარეს ბევრი უაქციზო საქონელი, კონტრაბანდა და ნარკოტიკი შემოდიოდა, მაგრამ დახურვა არ იყო პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზა. შესაძლებელი იყო სხვაგვარად მიეღო ზომები ჩვენ ხელისუფლებას და კონტროლი სხვადასხვაგვარი მეთოდებით დაემყარებინა პრობლემის გადასაჭრელად. ერგნეთის ბაზრობის დახურვამ ქართველებისა და ოსების ყველაზე მთავარი, სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა, რამაც უფრო მეტად დააშორა ერთმანეთთან ისინი", - ამბობს თინა კვაღინაძე.

Read 387 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი