საკრებულოს თავმჯდომარე: კაცმა დაიფიცა, რომ მერად არჩევის შემდეგ შპს-ის ლიკვიდაცია დაავიწყდა

ივლისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. 

 

კომისიის წევრები ფრაქცია "ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოხსენებით ბარათს განიხილავენ. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კონკრეტულად კი მერობის პარალელურად, შპს "მარინის" ხელმძღვანელად საჯარო რეესტრში მის დაფიქსირებას.

სხდომის მიმდინარეობისას საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით რაზმაძის ინფორმაციით, რეესტრში აღნიშნული მონაცემების გაუქმება გორის მერს დაავიწყდა.

"არ ვარ ამ კომისიის წევრი, მაგრამ არ შემიძლია ჩემი აზრი არ დავაფიქსირო. სამართლებრივად აქ დაინახეთ, რაც ხდება. ანუ, ჩვენ არ გვაქვს იმაზე მეტი შეფასების და გადაწყვეტილების მიღების უფლება, რაც ამ დოკუმენტებით არის წარმოდგენილი. ყველას გვაქვს ჩვენ - ჩვენი სისუსტე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ფირმას არ უფუნქციონირია. როდესაც მე საყვედური ვუთხარი ბატონ კოტეს, თუ რატომ ხდებოდა ეს, დაიფიცა კაცმა, რომ ნამდვილად არ მახსოვდაო. ანალოგიურად მოეთხოვებოდა წინა მოწვევაში, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ეს ფირმა 90-იან წლებში რაღაც მიზნით შეიქმნა, თუმცა მაშინვე არანაირი ფუნქცია არ ჰქონია, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ წარუმართია. ეს იყო ნამდვილად ადამიანური სისუსტე, რომ დაავიწყდა და მაგის გულისთვის არ გვაქვს უფლება კანონმდებლობით, რომ იმპიჩმენტზე დავაყენოთ მისი საკითხი", - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

Read 1346 times Last modified on Last modified on ივლისი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი