ადვოკატი: თავდაცვის სამინისტრო ნაცემ ჯარისკაცს მალავს

ივლისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასტიკად ნაცემი ჯარისკაცი მკურნალობს და ამ ფაქტს არ ახმაურებენ,“ - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა წევრმა, თამარ თედლიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

“„ნამდვილებო“ აბა,რამდენს გახსოვთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში კობა დავითაშვილს და ციხეებში ნაწამებ პატიმრებს მალავს მიშა სააკაშვილიო,ვყვიროდით აბა,დღეს რამდენი გააპროტესტებთ იგივე ჰოსპიტალში,სასტიკად ნაცემი,კომაში მყოფი ჯარისკაცის მოთავსებას და მოითხოვთ რეალური დამნაშავეების დასჯას?"


აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს ყოფილი წევრი ვრცლად რადიო "მოზაიკას" ესაუბრა: 


“ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე იყო სიუჟეტი, სადაც თქვეს რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი ორი თვეა მკურნალობს, არის კომაში და სასტიკად ნაცემია. სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოზე ემჩნეოდა დაზიანებები. მისმა დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სცემეს. როგორც ჩანს ეს შემთხვევა დროში დაემთხვა, აქციებს, რომელიც სარალიძის მკვლელობის საქმეზე იმართებოდა და სხვადასხვა მინისტრების გადადგომას ითხოვდნენ, სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტრომ დამალა ეს ფაქტი. რადგან არ მოეთხოვათ თავდაცვის მინისტრის გადადგომაც,“- ამბობს თედლიაშვილი 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ბრიგადის რიგითი, 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორი თვეა ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაშია.

Read 1104 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი