Back to Top
ორშაბათი, 23 ივლისი 2018 15:10

გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსამრეცხაოებს ხვალიდან აიღებენ

Rate this item
(0 votes)

“გოგებაშვილის ქუჩაზე ყველა წინასწარ იყო გაფრთხილებული, ეს იყო დროებითი ხელშეკრულებები, რომელსაც ვადა გაუვიდა“, - საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსამრეცხაოების მეპატრონეებს ერთი წლის წინ აცნობეს, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

“გოგებაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს მაგ ქუჩაზე, ასევე არის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩასატარებელი. ვფიქრობ, არ უნდა იყოს მტკივნეული მათთვის, ვინც თითქმის ერთი წლით ადრე იცოდა ამ პროცესის შესახებ“,-განმარტა დავით რაზმაძემ. 

გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსამრეცხაოების მეპატრონეებს მერიის მიერ მიცემული ვადა დღეს ამოეწურათ.

Read 1398 times