ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ივლისი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 


აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი “უაცამონგას” ორდენით დააჯილდოვა “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 


“სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირიამ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი”, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

თავის მხრივ ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბიძგს მისცემს “ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”

Read 446 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი