ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსულმა ეკატერინე ბიჩინოვამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ივლისი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"27 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ ისევ ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდე", - ეს განცხადება რადიო ,,მოზაიკასთან“ ინტერვიუში ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ეკატერინე ბიჩინოვამ გააკეთა.

მან გორი 11 წლის ასაკში დატოვა. მას შემდეგ სახლი და სკოლა, სადაც ბავშვობა გაატარა, 38 წლის ასაკში ნახა. ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქეობა ქართულ მხარეს მცხოვრებ ახლობლებთან უფრო მჭიდრო კავშირისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის სჭირდება. მოქალაქეობის მიღების შემდეგ გარკვეული ბიზნესის წამოწყებას ფიქრობს, სადაც მისი ვარაუდით ქართველებსა და ოსებს ერთად დაასაქმებს. ეკა ბიჩინოვას 17 წლის შვილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, ეროვნებით რუსი ახალგაზრდა დედის მშობლიური მხარითაა დაინტერესებული, ქართული ენა ადრეული ასაკიდანვე შეისწავლა და საქართველოს ისტორიასაც ეცნობა. 

"სუნთქვა გამეხსნა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ჯერ საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ სახლის მონახულება და იმ სკოლის დათვალიერება 27 წლის შემდეგ, სადაც დედა ენას ვეზიარე. მინდა უფრო ხშირად ვეწვიო საქართველოს. მე მყავს შვილი, ის არის რუსი, მაგრამ ფეხი რომ აიდგა და ლაპარაკი დაიწყო, პირველი სიტყვა თქვა ,,დედა“. ქართული სახლში ვასწავლეთ, ანბანი აქედან გამოვაგზავნინეთ და ისწავლა წერა-კითხვა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ფესვები საქართველოშია და ამ მხარის დავიწყება დროისა და მანძილის მიუხედავად წარმოუდგენელია“, - ამბობს ეკატერინე ბიჩინოვა.

Read 1228 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი