კულტურის განვითარების სააგენტოს 241 თანამშრომელს სამთვიანი ხელშეკრულება ეწურება

ივლისი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 241 თანაშრომელს სამთვიანი ხელშეკრულება 31 აგვისტოს ეწურება.

ჯერჯერობით, ხელმძღვანელობა არ პასუხობს კითხვას, თუ რამდენი მათგანი გააგრძელებს მათთან მუშაობას. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სექტემბრიდან, სააგენტოში თანამშრომელთა შემცირება იგეგმება. მიზეზად კი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა სახელდება

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სულ 471 თანამშრომელია დასაქმებული. აქედან, შტატით გათვალისწინებული პოზიცია 46 მათგანს უკავია. 425 შტატგარეშე თანამშრომლად ითვლება, რომელთაგან 241 - ს ხელშეკრულება აგვისტოს ბოლოს ეწურება.

სააგენტოს სახელფასო ფონდი 1 858 450 ლარს შეადგენს. აქედან, 439 345 ლარი შტატიანი თანამშრომლებისთვის, 1 419 100 ლარი კი შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებას წარმოადგენს

Read 664 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი