ადვოკატი: სპეცრაზმელს დეპუტატ მაკრახიძის კომპანიის მანქანა დაეჯახა

იანვარი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი-დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანიის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება - ავტომობილი სამხარაულის საექპერტიზო ბიუროშია, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რადიო "მოზაიკას" ადვოკატმა ზაზა გიგაურმა მიაწოდა. 

"შემთხვევა ნორმატივების ჩაბარებისას მოხდა, და ჩვენ რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ რატომ არ იყო უსაფრთხოება ამ დროს დაცული", - გვითხრა ადვოკატმა. 

საქმე ეხება გასული წლის თებერვალში კარალეთის ბაზასთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი სოსო ანესაშვილი დაიღუპა. 

დაზარალებულის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ძალოვანები სიმართლეს მალავენ. 

"ავტომანქანა, რომელიც ჩემს მეუღლეს დაეჯახა, დეპუტატ იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის. ამიტომ მგონია, რომ შეიძლება, სიმართლე დამალონ. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რეალურად რა ვითარებაში დაიღუპა სოსო", - გვითხრა ქეთი სიდამონიძემ. 

რადიო "მოზაიკა" შპს "იბოლიას" დირექტორ დავით გოდერძიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ავტომანქანის ექსპერტიზაზე გადაყვანა დაადასტურა. 

"მანქანა იყო კომპანიის სარგებლობაში, უტარდება ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება", - გვითხრა გოდერძიშვილმა.  

 

Read 2399 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი