Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018 12:55

სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ცნობით, საშემოდგომო გაწვევა ერთ თვეში დაიწყება

Rate this item
(0 votes)

"საგაზაფხულო გაწვევის გეგმა გაჭირვებით შევასრულეთ", - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი რევაზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საშემოდგომო გაწვევა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.

"სამწუხაროდ, ძალიან ჭირს გაწვევა. ეს მთლიანად ქვეყანაშია ასე. საგაზაფხულო გაწვევის გეგმა გაჭირვებით შევასრულეთ. 30 ივნისს დამთავრდა ეს გაწვევა. სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ დაიწყება საშემოდგომო გაწვევები. თუ რამდენ ადამიანს გავიწვევთ სამხედრო სამსახურში, ერთ თვეში გვეცოდინება", - განაცხადა ვალერი რევაზიშვილმა.

Read 1253 times Last modified on ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018 15:11