ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს ალტერნატიულ ფართში შეასახლებენ

ივლისი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიამ დააზარალა, მერია დროებით ალტერნატიულ ფართებში შეასახლებს“, - გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 ივლისს, ძლიერი წვიმის გამო დაზარალებულ ორ ოჯახს, მერია დროებით სასტუმროში გადაიყვანს. 


“იმ ღამესვე იმუშავა ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ და ამ ადამიანების გამოყვანა მოხდა დაზიანებული სახლებიდან. მერიამ შესთავაზა ალტერნატიული ფართი, თუმცა, მაშინ, ეს ოჯახები ახლობლებთან დარჩნენ და არ სჭირდებოდათ ეს ფართი. მაგრამ დღეს დასჭირდათ და ორ ოჯახს, ვინც ისურვა ალტერნატიულ ფართში შესვლა, ჩვენ დავაკმაყოფილებთ, დროებით შევიყვანთ სპორტ - სკოლის სასტუმროში. ჩვენ ველოდებით გეოლოგებისა და ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც გადავწყვიტავთ, რა სახის დახმარებას გავუწევთ ამ ოჯახებს“, - განაცხადეს გორის მერიაში

Read 459 times Last modified on Last modified on ივლისი 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი