Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018 14:04

სამრეცხაოების მფლობელებს ალტერნატიულ ფართს კომბინატში, მტკვრის ნაპირზე სთავაზობენ

Rate this item
(0 votes)

კერძო მოიჯარეებს მდინარე მეჯუდას სანაპიროზე არსებული სამრეცხაოების გადატანას კომბინატის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე სთავაზობენ.

აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარგებლობის უფლებით გადასცა.

“გოგებაშვილის ქუჩაზე დაგეგმილია 1 200 000 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ნაპირსამაგრი კედლის გაკეთება, სანაპიროს განვითარება და გზის სრული რეაბილიტაცია. ამის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სამრეცხაოები დაშლას საჭიროებს.

უკვე მიმდინარეობს პროცედურები. შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ, ამ ადამიანებს ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ და მათ სურვილის მიხედვით ექნებათ შესაძლებლობა, ახალ ტერიტორიაზე განათავსონ საკუთარი კონსტრუქციები და გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მდინარაძემ.

Read 1429 times Last modified on ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018 15:12