ენმ: გორის მერს სასამართლოში შევხვდებით

ივლისი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკის, საპროცედურო და სამანდატო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

პარტიის წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, გორის მერი რამდენიმე თვის განმავლობაში არღვევდა კანონს. სამანდატო - საპროცედურო კომისიამ კი მიიჩნია, რომ სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს ძალით ცდილობს დაავალდებულოს გორის საკრებულო გორის მერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ აქტის გამოცემას.

"გორის მუნიციპალიტეტის მერი რამოდენიმე თვის მანძილზე უხეშად არღვევდა კანონს. ქალაქის მერი, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო, დღეს გვევლინება როგორც პირველი კანონდამრღვევი. ფაქტია, ცალსახად დარღვეულია კანონი და "ქართული ოცნება" ხელს აფარებს გულმავიწყ კანონდამრღვევ მერს. მიუხედავად იმისა, რომ სამანდატო - საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ ხელი დააფარა , ასე ვთქვათ, აპატია, კანონი არ აღასრულა და ბატონი კოტე კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა , ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ქალაქის მერს სასამართლოში შევხვდებით.

იმედს ვიტოვებ, მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და კანონს აღასრულებს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ბექა ქორჩილავამ.

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს ეთიკის, საპროცედურო და სამანდატო კომისიის სხდომაზე 23 ივლისს განიხილეს. იმპიჩმენტი  ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა. ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კანონს არღვევს, რადგან თვეების განმავლობაში თანამდებობისთვის შეუთავსებელ სხვა პოზიციაზეც ფიქსირდებოდა. კომისიის სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კოტე თავზარაშვილი, სხდომის მომენტში, კანონს არ არღვევდა.

Read 1052 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი