Print this page

გორის მერი: ქალაქში მალე ფერადი ზებრა-გადასასვლელები გაჩნდება

ივლისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ქალაქში საგზაო ნიშნებისა და ზებრა - გადასასვლელების პრობლემა ნამდვილად არის“, - გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო “მოზაიკასთან“ ამბობს, რომ გზებს, აქამდე, უხარისხო და იაფი მასალით ხაზავდნენ.

“ქალაქი იხაზება, მაგრამ ერთ თვეც არ ძლებს, შემდეგ ისევ გვიხდება ქუჩების ხელმეორედ დახაზვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და სულ მალე ქალაქში საგზაო ნიშნები პლასტმასშერეული საღებავით დაიხაზება, რომელიც საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც უკვე აპრობირებულია. ეს მასალა ძლებს დაახლოებით სამი წელი“, - განაცხადა თავაზარაშვილმა

 

(ფოტო შერჩეულია თემატურად)

Read 3174 times Last modified on Last modified on ივლისი 26 2018