ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის სასამართლო განაჩენისთვის ემზადება

ივლისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპზეა.

საქმეს გორის რაიონული სასამართლო იხილავს. ბრალდებული პოლიციელების ერთ-ერთი ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება. 

“ფაქტობრივად, დასასრულის ეტაპზე ვართ. დარჩა მხოლოდ ერთი ექსპერტიზა, ბრალდებულების დაკითხვა და ვფიქრობ, რომ ამით ამოიწურება ადგილობრივ სასამართლოში ეს საქმე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ვინაიდან, შეკრებილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალეულობა“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია, ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

Read 1176 times Last modified on Last modified on ივლისი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი