Print this page

სოსო ვახტანგაშვილი: გუბერნატორის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი

ივლისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ყოველგვარი სარკაზმისა და იუმორის გარეშე ვამბობ - სანამ არ გაათავისუფლეს, შიდა ქართლის გუბერნატორის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი“, -ასე გამოეხმაურა “შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი გუბერნატორის გათავისუფლებას. 


“ჩემი აზრით, ხელისუფლებამ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პატივი უნდა სცეს და ღირსეული კადრი წარმოადგინონ, რომელიც იქნება გათვითცნობიერებული იმ პრობლემებში, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს. ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს ზოგადად გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებით, უნდა განსაზღვროს, ზუსტად რა უფლებამოსილება ექნებათ გუბერნატორებს“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.

Read 1376 times