საჯარო მოხელეთა ნათესავები პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე - ბრალდებები და პასუხები

იანვარი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ფიქრია შველიძის შვილი პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე ვერ მოხვდა. საახალწლო ღონისძიების შესახებ, კეხვიდან დევნილმა ოჯახმა ტელევიზიით შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა კატეგორიის მოზარდისთვის განკუთვნილ ზეიმს ადგილობრივი ხელისუფლების ოჯახის წევრი და ახლობელი ბავშვები დაესწრნენ.

"ჩვენთან საერთოდ არავინ არ მოსულა და ინფორმაცია არ მოუწოდებია. ჩვენი შვილები ისედაც ყველაფერს მოკლებულები არიან და ის, რაც სწორედ დევნილი ბავშებისთვის იყო განკუთვნილი, ჩვენი შვილები იქაც არ წაიყვანეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზიიდან გავიგე", - გვითხრა ფიქრია შველიძემ. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე თბილისში ორგანიზაცია "ბილიკისა" და "კეთილდღეობის ცენტრის" ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები წაიყვანეს. "ბილიკის" ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით მის ორგანიზაციას მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი დაუკავშირდა.

"ჩენ დაგვირეკა მერის მოადგილემ და გვთხოვა, სოციალურად დაუცველი 20 ბავშვის სია მიგვეწოდებინა. ასეთი კატეგორია ჩვენ დღის ცენტრში გვყვავს და 21 ბავშვის მონაცემები გადავუგზავნეთ. თან ორი უფროსიც გავაყოლეთ, რომ მათთვის ყურადღება მიექცია".

მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი ამბობს, რომ დამსწრეთა სიების შედგება სპონტანურად მოხდა, თუმცა არ უარყობს რომ ღონისძიებაზე ოჯახისწევრები და ნათესავი ბავშვებიც წაიყვანეს.

"იმ დღეს გავიგეთ, რომ 6 ბავშვი მრავალშვილიანი ოჯახიდან აღარ მოდიოდა ღონისძიებაზე და სასწრაფოდ, გზიდანვე ჩავანაცვლეთ იმ ბავშვებით, ვისაც ვიცოდით, რომ დევნილის სტატუსი ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს ოჯახის წევრ ბავშვებს, ხუთი ასეთი ბავშის შესახებ მანამდე, წინასწარ გვქონდა გაგზავნილი ინფორმაცია და ნებართვაც გვქონდა. ჩვენ კი ორგანიზატორები ვიყავით და შესაბამისად, მოსაწვევებიც გვქონდა", - გვითხრა სუხიშვილმა.

6 გამოთავისუფლებული მოსაწვევი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა დიშვილებს გადასცა, რომლებიც ასევე სარგებლობენ დევნილის სტატუსით.

"6 მოსაწვევი რომ გამოთავისუფლდა, ვიფიქრეთ, როგორ მოვქცეულიყავით და გადავწყვიტეთ, რომ ორი მოსწავევი ჩემი დისშვილისთვის მიგვეცა, რომლებიც დევნილები არიან".

მოსაწვევი, რომლითაც ბავშვები თბილისში წაიყვანეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო. ღონისძიება სოციალურად დაუცველი, მარავლშვილიანი ოჯახების, იძულებით გადაადგილებული, საერთაშორისო მისიებში მონაწილე პირების, მეხანძრეების, მაშველების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული. გორის მუნიციპალიტეტიდან კი, სადაც 700-მდე სოციალურად დაუცველი და 3655 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, 65 ბავშვი წაიყვანეს. აქედან 6 მათგანი მერიაში დასაქმებული პირების ახლობელი იყო.

Read 1574 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი