Back to Top
პარასკევი, 27 ივლისი 2018 12:34

კოვზიაშვილი: შესაძლოა გორის ბაღებში ბევრი ბავშვი ვერ ჩაირიცხოს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირველივე დღეს, 300 ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. მიმართვიანობის რაოდენობის გათვალისწინებით, ლია კოვზიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბევრი ბავშვი საბავშვო ბაღს მიღმა დარჩეს.

“პირველ რიგში მოხდება იმ ბავშვების ჩარიცხვა, ვინც სოციალურად დაუცველი ან დევნილი ოჯახიდანაა. შემდეგ ჩაირიცხებიან, ისინი ვისი და - ძმაც უკვე დადის აღნიშნულ საბავშვო ბაღში. ამას მოჰყვება საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებაც და ა.შ. რეგისტრაციის დაწყებისთანავე 300 ბავშვის რეგისტრაცია მოხდა, შემდეგი ოთხი დღე შედარებით მსუბუქი იყო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა 20 ივლისს დარეგისტრირდა მსურველი თუ 31 აგვისტოს შემოვა განაცხადი. ყველაზე ვრცელდება ის კრიტერიუმები, რაც ბავშვთა ჩასარიცხადაა დადგენილი“, - განმარტა ლია კოვზიაშვილმა.

Read 1669 times