გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 158 მოსწავლემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა

ივლისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ზოგადი განათლების წარჩინებით დამთავრებისთვის, ოქროს და ვერცხლის მედლები გორისა და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 179 სკოლადამთავრებულს გადაეცემა.

რესურსცენტრში აცხადებენ, რომ 158 მოსწავლეს ოქროს, ხოლო 21 მოსწავლეს ვერცხლის მედალს გადასცემენ.  

“მედლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შედეგია, თუმცა, სწავლის მაღალ ხარისხს მხოლოდ მედალოსნების რაოდენობით ვერ განვსაზღვრავთ. აქ უნდა გავითვალისწინოთ საატესტატო გამოცდებისა და ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლებიც მალე გამოქვეყნდება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ შედეგს. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ სკოლებში განათლების მაღალ ხარისხზე“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

Read 2380 times Last modified on Last modified on ივლისი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი