Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 27 ივლისი 2018 16:12

სოციალურად დაუცველთათვის ბინის ქირავნობის თანხა შესაძლოა 150 ლარამდე გაიზარდოს

Rate this item
(0 votes)

სოციალურად დაუცველი და უსახლკარო პირებისთვის ბინის ქირავნობისთვის განსაზღვრული თანხა შესაძლოა 150 ლარამდე გაიზარდოს.

საკრებულოს თავმჯდომარის , დავით რაზმაძის განცხადებით, ინიციატივა შესაბამის კომისიას განსახილველად უკვე გადაეცა. 

“ამ საკითხზე კომისიები ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას და მათ მიერ გაკეთებული დასკვნის შემდეგ, დადგენილების პროექტის სახე საკრებულოს სხდომაზე მიეცემა“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

მოქმედი დადგენილებით, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო პირებისთვის, ბინის ქირავნობისთვის განსაზღვრული თანხის მაქსიმალური ოდენობა 80 ლარია. 

Read 1212 times