ერთის ნაცვლად, ორი მოადგილე - არჩევნები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

იანვარი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

 

30 ოთხის წინააღმდეგ, - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის მეორე მოადგილე აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის პოზიცია დღეიდან კობა ბერიანიძე დაიკავა. კენჭისყრის პირველ ტურში, მან  მხოლოდ 19 ხმა მოაგროვა, რაც   გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ოპოზიციას პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართული ოცნებიდან კი, ბერიანიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 11 წევრი წავიდა. ამის შემდეგ  შესვენება გამოცხადდა.  ნახევარსაათიანი შიდა პარტიულმა თათბირმა ამჯერად უკვე განსხვავებული შედეგი გამოიღო. მეორე ტური შედგა და ბერიანიძე ბიულეტენებზე  უკვე  30- მა დეპუტატმა შემოხაზა. მეორე მოადგილის დანიშვნის საჭიროება საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი არგუმენტებით დაასაბუთა. 

"მოსახლეობის რიცხოვნობამ და ამ მდგომარეობამ გამოიწვია, რომ ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ გვყოლოდა მეორე მოადგილე. საზღვრისპირა თემის მაჟორიტარია ბატონი კობა. ამასთანავე, არის იმ პოლიტიკისა და იმ თემების გამზიარებელი და განმახორციელებელი, რომელიც დასახული აქვს ჩვენს გუნდს", - განმარტა დავით რაზმაძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კენჭისყრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.  უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი წამგებიანი შედეგის გამოსწორებას შეეცადა და ბათილი ბიულეტენების შემოხაზვა დაიწყო, რისი საშუალებაც მას ხმის დამთვლელი კომისიის ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ არ მისცა.  მოვლენები მედიის წარმომადგენლების თვალწინ განვითარდა. მიუხედავად ამისა, კობა ბერიანიძემ ოფიციალურ კომენტარში ფაქტი უარყო.

"ჩემი ბიულეტინი შემოვხაზე და სრული უფლება მაქვს ჩემი ბიულეტენი შემოვხაზო. სხვა ბიულეტენი? ბოდიშ რაღაც გეშლებათ. არ არის მიზანშეწონილი ეს საუბარი".

მეორე მოადგილის დანიშვნის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს საკრებულოს ოპოზიცია. 

"არამგონია, რამე საჭიროება იყოს მეორე მოადგილის. როგორც ვხედავდით, ერთიც ჩვეულებრივად აუდიოდა ყველაფერს. ამით ხდება ქართლი ოცნების აქტივისტების დასაქმება", - თქვა ბადრი ნანეტაშვილმა, "შენების მოძრაობის" წარმომადგენელმა. 

ნანტეტაშვილის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის დანიშვნა "ერთიაანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" გააპროტესტა.  პროცესში არც ბექა ქორჩილავა ჩარეულა.

"დამატებით ორი მოადგილე ჰყავდეს თავმჯდომარეს, არ მიგვაჩნია მართებულად. ამიტომ ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დავუჭრეთ მხარი".

ოპოზიციის კრიტიკას ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა ფანიაშვილმა უპასუხა.

"იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება, ბევრია გადასაწყვეტი საკითხი, განსახილველი საკითხი. ბევრია პრობლემა, ბევრია მოსაგვარებელი საკითხი. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ორ ადამიანზე გააკეთოს ამ ყველაფრის დელეგირება".

გორის საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, ორი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე და ოთხი ფრაქციის ხელმძღვანელი ჰყავს.  მათ ხელფასებს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს. რა თანხა დაიხარჯება სახელფასო ხარჯების დასაფარად 2018 წელს, უწყებაში ჯერ ისევ პროექტის დონეზე განიხილავენ. რაც შეეხება გასულ წლებს წინა პერიოდს, 2014-17 წლებში გორის თემისა და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირებზე მილიონ 5 511 ლარი გაიცა.

Read 813 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი