გორელმა ჩოგბურთელმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ივლისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი ჩოგბურთელი ბარბარე ბერიაშვილი ბათუმში გამართული მემორიალური საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა - ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

 ნიაზ ჟორდანიასა და ვიტალი ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ამ მემორიალური ტურნირის 8 – 9 წლის გოგონებს შორის ასპარეზობისას ბარბარემ დაუმარცხებლად განვლო გზა ჩემპიონობამდე სძლია–რა 5 მეტოქეს და ოქროს მედალი, თასი და სიგელი დაისაკუთრა.  
 ბარბარე ბერიაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის ჩოგბურთის სექციის აღზრდილია.

Read 948 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი