Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 30 ივლისი 2018 11:41

რომელაშვილების ქუჩის მოსახლეობის ნაწილი "ალონისის" მიერ ჩატარებული სამუშაოებით უკმაყოფილოა

Rate this item
(0 votes)

ძმები რომელაშვილების ქუჩის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ კომპანია "ალონისმა" სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

"ალონისმა" 179 -ე კორპუსის სიახლოვეს სკვერი 20 000 ლარად მოაწყო. პროექტი გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ადგილობრივებმა სკვერის მოსაწყობად 6 ათასი ლარი გაიღეს.  

“სამუშაოების დასასრულებლად ვადა ივლისის ბოლომდე ჰქონდათ. თვე გავიდა და აი, ასეთი ფორმით აბარებს კომპანია პროექტს. ასეთი არ უნდა იყოს სკვერი, რომელზეც ამხელა თანხა დაიხარჯა. მერია აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საკითხით“, - ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები.

skvri 2

“ყველაფერი უხარისხოდ არის გაკეთებული. გასარანდი ვიწრო სკამები - სადაც დაჯდომა შეუძლებელია, უვარგისი კარუსელები, რომელზეც ბავშვს შიშით ვერ დასვამ. ძირს კი ხრეში ყრია თუ ცემენტი, ვერ გაიგებ. ისევ ჩვენ უნდა გავიღოთ ხარჯი და ნორმალური მიწა დავყაროთ. ხომ უნდა დაინტერესდეს მერია, რაში გადაიხადა თანხა“, - გვითხრა ერთ - ერთმა ადგილობრივმა.

skveri 3

რადიო “მოზაიკა“ ცდილობს მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას და მის პოზიციას ინფორმაციის მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

Read 1601 times Last modified on ორშაბათი, 30 ივლისი 2018 15:51